უებარი საშუალება გრიპის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და არტერიული წნევის წინააღმდეგ - კიდევ რა სასარგებლო თვისებების მატარებელია შინდი
შინდი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხილი გახლავთ. დიასახლისები მისგან ჯემებსა და კომპოტებს ამზადებენ, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.
შინდი ერთ-ერთი შეუცვლელი ბუნებრივი საშუალებაა ჯანმრთელობისთვის, სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მისი ნაყოფი ასევე ფოთლებიც.
შინდის ნაყოფი და ფოთლების ნახარში ცხელების დროს გამოიყენება და ასევე საუკეთესო საშუალებაა დიარეისთვის, შინდის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას, ასევე საუკეთესო საშუალებაა არტერიული წნევის დასარეგულირებლად.
GMnews გთავაზობთ იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს, რაც შინდს ახასიათებს:
დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას - შინდი შეიცავს პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, ამიტომაც ეს კენკრა სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს;
ამაღლებს იმუნიტეტს - ეს კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. მედიკოსები გვირჩევენ, რომ ვირუსების სეზონზე მივიღოთ დღეში ნახევარი ჭიქა ქორფა შინდი, რაც დაიცავს ჩვენს ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგან. შედეგის გამყარებისთვის ჩაიტარეთ 10-დღიანი კურსი. ამასთან, გაციების, გრიპისა და ანგინის დროს შეუდარებელი საშუალებაა შინდის ნახარში ან წვენი. ის ტემპერატურასაც დაბლა წევს. შინდის მურაბა შეგიძლიათ გახსნათ ჩაიში და მიირთვათ ყელის ტკივილის დროს, უებარია;
აუმჯობესებს კანის მდგომარეობას - თუკი გაწუხებთ აკნე და ანთებითი გამონაყარი კანზე, სისტემატიურად მიირთვით დღეში ერთი მუჭა შინდი. კანი სულ მალე გაგისუფთავდებათ და გამოგიჯანმრთელდებათ. მიირთვით შინდი, როგორც ცოცხლად, ასევე ნახარშის, წვენის და მურაბის სახით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეგზემა აწუხებს;
გაგათავისუფლებთ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის პრობლემებისგან - შინდი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს. საკვების ყოველი მიღების წინ (1-2 საათით ადრე) მიირთვით ერთი მუჭა შინდი;
უებარია შაქრიანი დიაბეტის დროს - შინდი აუცილებელი დღის რაციონია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. შინდის ნახარში ეფექტურად წევს სისხლში შაქრის დონეს.
აქვე გთავაზობთ, შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უგემრიელესი კუთხური კერძის - შინდის შეჭამანდის რეცეპტს.