გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის კლება და არასტაბილური ამინდია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს:
4 სექტემბერს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
დღისით +27 გრადუსი, ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და 15 საათისთვის ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი გორში 5 სექტემბერს.
მზიანი ამინდი და +28 გრადუსი დაფიქსირდება 6 სექტემბერს, 7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით კი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს (დღის საათებში +20-22 გრადუსამდე) და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 13 სექტემბერს გორში უნალექო, მზიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი