საზოგადოება
30.06.2025 15:29
სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დღეიდან დაუშვებელია

დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია.

გადაღების უფლებამოსილება აქვს თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილება გასულ კვირას შევიდა.

ცვლილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

ამავე კანონის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

კვირის ამბები