სამართალი
09.07.2025 01:19
20 წლის ახალგაზრდა, რომელიც სადგურის დასახლებაში მომხდარი სროლისას დაჭრეს, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს საღამოს, გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა.

20 წლის ახალგარდა, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება, სავარაუდოდ, თავის არეში აღენიშნება, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ქეთი მარანელის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტის რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კვირის ამბები