საზოგადოება
04.09.2025 11:50
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებია, სუს-ის უფროსმა ახალი მოადგილეები წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება მოადგილეებს, აღნიშნული პოზიცია ალექსანდრე მაისურაძემ (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), ლევან ხარაბაძემ (ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მანამდე კი ხარაბაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა) და თამაზ ბორაშვილმა (სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი) დაიკავეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 3 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
 
 
 
კვირის ამბები