„ერთიანი კომუნისტური პარტიისა“ და „მეგობრობა და სამართლიანობის“ ორგანიზაციიის წევრებმა, სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გორის ცენტრში, საკრებულოს შენობასთან იმ ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც 2010 წლის 25 ივნისამდე სტალინის ძეგლი იდგა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში, „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ და „მეგობრობა და სამართლიანობის“ ორგანიზაციიის წევრები და მხარდამჭერები სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით აქციას მართავენ.
თავდაპირველად, აქციის ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ გამოსვლები 21 დეკემბრამდე გაგრძელდებოდა, თუმცა, „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადებით, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება ვიდრე შედეგი არ მიღწევა, ანუ, სანამ ძეგლი არ დადგმევა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს