სამართალი
18.06.2025 23:52
გორში, ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ ქმარმა, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა
ცოტა ხნის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მეზობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა. მათივე ინფორმაციით, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც იგი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,გორის მაცნეს" ინფორმაციით, მამაკაცი 26 წლისაა და წყვილი დაახლოებით ორი თვეა ქორწინებაშია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კვირის ამბები