გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდასთან ახლოს, მდინარე ლიახვში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და ამჟამად გორში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.