საზოგადოება
24.11.2023 12:57
სკრის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში; გავლილი ჰქონდეს პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა; ფლობდეს შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციებს;  ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების და ზრუნვის გამოცდილება.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 5 დეკემბერია მითითებული.

კვირის ამბები