საზოგადოება
26.05.2025 10:24
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება:

12:00-19:00 სთ. - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

12:00-21:00 სთ. - საგამოფენო სივრცეები: „პირველი რესპუბლიკა“; „გამოჩენილი ადამიანები შიდა ქართლიდან“; „შიდა ქართლი“; ინსტალაცია „26 მაისი“.

12:00-19:00 სთ. - ფოტოგადაღების სივრცე - ID ბარათი.

12:00-17:00 სთ. - თემატური გამოფენები: სამახსოვრო პასპორტების დამზადება; მსჯავდებულთა ნამუშევრების გამოფენა; ამზომველების ავტომობილებისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა; მობილური იუსტიციის სახლი; სივრცე კვადროციკლებისთვის; „რე-მარკეტი“.

12:00-14:30 სთ. - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

12:00-19:00 სთ. - საბავშვო გასართობი აქტივობები: ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ბატუტის სივრცე, ილუზიონისტის, საპნის ბუშტების შოუ, მუსიკალური მსვლელობა, გიგანტური ფაზლი, ციფრული სივრცე - კიბერ თამაშები.

12:00-19:00 სთ. - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

12:00-21:00 სთ. - კვების სივრცე.

13:00-16:30 სთ. - მსახიობების საზეიმო მსვლელობა.

15:00-17:00 სთ. - შეჯიბრი და საჩვენებელი ვარჯიში ძიუდოში.

აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება და

გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი შეასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს.

18:00-21:00 საათზე გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „დიდგორი“, კვარტეტი „თბილისური“, LIKE ბენდი და ლიკა დოლიძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, სოფო ბედია, ბორის ბედია, გიორგი კელაპტრიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ცირა კობიაშვილი, მარიტა როხვაძე, გიორგი ელისაბედაშვილი.

შეგახსენებთ, 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

კვირის ამბები