

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე წარადგინა.
ბოლო პერიოდში გელაძე ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს დილით გაავრცელა. https://www.gmnews.ge/geo/12799
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.