გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში 30 მაისის საღამოდან 31 მაისის დილამდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რაც ზოგ რეგიონში გამოხატული იქნება წვიმით, ელჭექით, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ხანმოკლე, მაგრამ ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტში მომდევნო დღეების ამინდს, არსებული პროგნოზით, ათი დღის განმავლობაში, არასტაბილური ამინდია ნავარაუდევი, პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უფრო დეტალურად, 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში დღე უნალექოდ ჩაივლის მხოლოდ 4 და 5 ივნისს, დანარჩენ დღეებში კი მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე ნალექი, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 20-დან 28 გრადუსამდე დაფიქსირდება.