10.01.2020 11:25
გორის ციხე ღამით
გორის ციხე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარე ისტორიული ციხესიმაგრეა. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ადგილას, ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. გორის ციხედ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას  ნიშნავდა. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
კვირის ამბები