სამართალი
28.04.2025 14:05
გორში, მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 50 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გორში, სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“, მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 50 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს გორში მცხოვრები 1975 წელს დაბადებული ს.ა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

,,გალერიის“ მოვაჭრეების  ინფორმაციით,  კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.

კვირის ამბები