საზოგადოება
06.05.2025 13:20
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს.

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა სიმონ გულედანმა დაიკავა, მცხეთა-მთიანეთში - ალექსანდრე ზაგაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, რაც შეეხება ქვემო ქართლს, სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაინიშნა.

ახლადდანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ არნიშნა, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლადდანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა.

კვირის ამბები