ღვინის შენახვას, დეგუსტაციას თუ მოხმარებას არაერთი ტრადიცია და წესი ახლავს, რომელთა შესახებ ღვინის მოყვარულების უმრავლესობა ინფორმაციას არ ფლობს.
ექსპერტები გვირჩევენ საცობიან ბოთლებში ღვინო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შევინახოთ: ამგვარად კორპის საცობი მუდმივად სველი რჩება, არ შრება და არ იბზარება.
ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ღვინის გამოყენება ტვინის შემეცნებით უნარებს აძლიერებს.
ყურძნის ყველაზე ცნობილი ჯიში შარდონეა. სწორედ ამიტომაც ყველაზე პოპულარულ თეთრ ღვინოებს ამ ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ.
ბევრს ჰგონია, რომ წითელი ღვინო მუქი ფერის ყურძნისგან მზადდება, ხოლო თეთრი - თეთრისგან. სინამდვილეში, ღვინის ფერს ყურძნის მარცვლის კანი განსაზღვრავს. ამიტომ მუქი ფერის ყურძნისგან თეთრი ღვინის დაყენებაც შეიძლება, რისთვისაც კანს აცილებენ.
ეტიკეტის წესების მიხედვით, ღვინის ბოკალი ისე უნდა დავიჭიროთ, რომ ხელმა ღვინო არ გაათბოს და ამით მისი გემო არ შეიცვალოს.
ღვინო ფეხიან და მოხრილ კიდეებიან ბოკალებში უნდა ჩამოასხათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინახება არომატი. იმავდროულად, ბოკალი რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს.
სომელიე პასუხს აგებს ყიდვაზე, შენახვასა და მიწოდებაზე. ხოლო ღვინის დამზადების სპეციალისტს, ვინც აფასებს ნიადაგს, წყალსა და თავად ღვინოს, ენოლოგი ჰქვია.
1 ბოთლ ღვინოს 1 კილოგრამი ყურძენი სჭირდება.
ღვინო პლანეტის ყველა კონტინენტზე მზადდება, ანტარქტიდის გარდა.
მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ვარდისფერი Côtes de Provence Rosé მიიჩნევა და ერთი ბოთლის ფასი მხოლოდ 9 დოლარია.
ხერე-დე-ლა-ფრონტერა - 1775 წლის ესპანური ღვინო ყველაზე ძველი ევროპული ღვინოა. მისი უკანასკნელი 5 ბოთლი ყირიმში, მუზეუმში ინახება.
ყველაზე ძვირად 1947 წლის მოსავლის Château Cheval Blanc მიიჩნევა. ჟენევაში გამართულ აუქციონზე მისი ერთი ბოთლი უცნობმა მოყვარულმა 304 375 დოლარად შეიძინა.