ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილებმა კარგად იასპარეზეს 8-10 ნოემბერს ხაშურში გამართულ ვახტანგ კვინიკაძის სახელობის მე-13 საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში. სპორტსმენები პირველობისთვის ორ ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ. აღნიშნული სკოლის მოჭიდავეებმა, ჯამში, 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2004-2005 წწ. დაბადებულებს შორის პრიზიორები გოგა ოთინაშვილი (ოქრო, 57 კგ.) და დავით ჭეჭელაშვილი (ვერცხლი 52 კგ.) გახდნენ. 2008-2009 წწ. დაბადებულებს შორის კი, ოქროს გოგა კოპაძე (29 კგ.), დავით პაპუკიშვილი (35 კგ.) და გივი კახნიაშვილი (52 კგ.) დაეუფლნენ. ვერცხლს - ცოტნე ბერძნიშვილი (29 კგ.) და დათა ნასყიდაშვილი (56 კგ.), ხოლო ბრინჯაოს ზურაბ დოთიაშვილი (26 კგ.), გიორგი ჯანეზაშვილი (32 კგ.), დავით ჭულუხაძე (35 კგ.), რატი რევაზაშვილი (38 კგ.) და გიგა ოთინაშვილი (42 კგ) დასჯერდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება