საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება დღეიდან დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. ამასთან, უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახმა, ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ