ყველაფერი
17.01.2021 14:57
რა თანხას შეადგენდა სტალინის სახელფასო ანაზღაურება

1932 წლამდე საბჭოთა კავშირში მოქმედებდა სახელფასო „პარტიული მაქსიმუმი“ ანუ ხელფასის ლიმიტი სსრკ ლიდერებისათვის. 1932 წელს კი, აღნიშნული ლიმიტი სტალინმა გააუქმა, რის საფუძველზეც, პარტიული ლიდერების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც შეეხება თავად სტალინს,  თავდაპირველად მისი ხელფასი მოკრძალებული იყო - 225 მანეთი, 1930 წელს კი მისი ხელფასი გაიზარდა და შეადგინა 500 მანეთი. ამავე წლის ბოლოს, სტალინის ხელფასი 1200 მანეთამდე გაიზარდა, რაც იმ დროის  საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი ხელფასი იყო.

1947 წელს კი, ფულის რეფორმის შემდეგ, სტალინის ხელფასი 10 000 მანეთი გახდა, რაც იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასს უტოლდებოდა. აღნიშნული სახელფასო ანაზღაურებიდან საბჭოთა კავშირის ლიდერი პარტიულ საწევროსაც იხდიდა 300 მანეთის ოდენობით.

როგორც ცნობილია, ხელფასის გარდა, სტალინს სხვა შემოსავალი არ ჰქონდა, იგი არ ფლობდა სხვადასხვა კომპანიებში აქციებს და არ ჰქონდა ანგარიშები უცხოურ ბანკებში.

კვირის ამბები