საზოგადოება
10.10.2019 14:47
სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით გორში აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, გორში, სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი კომუნისტური  პარტიის“ და „მეგობრობა და სამართლიანობის“ ორგანიზაციიის წევრები სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით აქციას მართავენ. ამ ინიციატივის მხარდამჭერებმა პერმანენტული აქციები რამდენიმე დღის წინ დაანონსეს. თავდაპირველად ითქვა, რომ აქციები 21 დეკემბრამდე გაგრძელდებოდა, თუმცა, „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადებით, იქამდე გაგრძელდება  ვიდრე შედეგი არ მიღწევა, ანუ, ძეგლი დადგმევა. სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის მიმდებარედ შეკრებილები, გორის ცენტრში, საკრებულოს შენობასთან იმ ტერიტორიაზე გადანაცვლებას აპირებენ, სადაც 2010 წლის 25 ივნისამდე სტალინის ძეგლი იდგა.

კვირის ამბები