საზოგადოება
10.10.2019 08:23
ავტობუსების ჩამოყვანა კი კარგია, მაგრამ ჯერ ადაპტირებული მოსაცდელები გვინდა

გორის მუნიციპალიტეტში ავტობუსების შემოყვანის საკითხზე GMnews-ის ინფორმაციას არაერთი გორელი გამოეხმაურა, მათ შორის, ეტლით მოსარგებლე ვიქტორ ქარქიშვილიც. ,,ავტობუსების ჩამოყვანა კი კარგია, მაგრამ ჯერ ადაპტირებული მოსაცდელები გვინდა ყველა წესის და პირობის გათვალისწინება რათა ამხელა თანხა ტყუილად არ გადაიყაროს წინა ხელისუფლების დროს რომ ჩამოიყვანეს მალევე განადგურდა. და იმედია ახლაც რამე მსგავსი არ მოხდება. პირველ რიგში პარკი უნდა მოეწყოს და ყოველდღე უნდა ჩაუტარდეს შემოწმება. ნუ ეს შიდა სამზარეულოა, მაგრამ რაც საზოგადოებას ეხება პირადად ისაა რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ავტობუსები. იმედია მოხდება ყველაფრის გათვალისწინება. მე რაც შემეძლება ქალაქის სამსახურში ვარ“, - წერს ვიქტორ ქარქიშვილი სოციალურ ქსელში.

კვირის ამბები