ბიბლიოთეკაში ინახება 60 000-მდე სხვადასხვა თემატიკის ლიტერატურა, მათ შორის პერიოდული გამოცემები (ჟურნალ-გაზეთები). ბიბლიოთეკში გახსნილია ამერიკის კუთხე, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ინგლისურენოვანი ლიტერატურითა და კომპიუტერული მომსახურებით. ქალაქში საჯარო ბიბლიოთეკის გარდა, ფუნქციონირებს საბავშვო და მოზრდილთა ბიბლიოთეკები.
Gmnews-ი ესაუბრა გორის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს ნანა აბრამიძეს. „გორში და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიბლიოთეკების მასიური გახსნა 1970-იან წლებში დაიწყო და ქალაქში დაახლოებით 13 ბიბლიოთეკა მოქმედებდა, 1990-იანი წლებიდან მოხდა ბიბლიოთეკების გაერთიანება, დღესდღეობით, გორში, მხოლოდ სამი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს“.
გორის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 9 განყოფილებას მოიცავს, ყველაზე მეტი ერთეული მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში ინახება. ნანა აბრამიძის განცხადებით, ბიბლიოთეკით, ყოველდღიურად, დაახლოებით, 30-40 ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებული აქტიურობით ახალგაზრდები გამოირჩევიან.