25.03.2026 15:51
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები 9 აპრილიდან დაიწყება

საჯარო სკოლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოცხადებული არდადეგები ახლოვდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, უქმე დღეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - 9 აპრილიდან იწყება, 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სასწავლო პროცესი კი სკოლებში სამშაბათიდან, 14 აპრილიდან განახლდება.

აქვე შეგახსენებთ, სასწავლო წლის დასასრულად, ოფიციალურად, 15 ივნისია განსაზღვრული, გამონაკლისია მე-12 და 1-ელი კლასები, მათთვის სასწავლო პროცესი 20 და 27 მაისს შეწყდება.

კვირის ამბები