რჩევები
08.10.2019 22:28
როგორ ამოვიცნოთ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტები

გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე დღეს ბევრ საუბრობენ. ამ ტიპის საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს შეიცავს. ეს უკანასკნელი ზრდის მოსავლის რაოდენობას და ზომას, გამოირჩევა გამძლეობით, ადვილად არ ფუჭდება, პარალელურად, მიღებული პროდუქტი თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს.

პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში გაჩნდა, 1994 წელს, ამერიკულ ბაზარზე გამოტანილი პომიდორი „ფლავრ-სავრი“ იყო. საქართველოში კი, გენმოდიფიცირებული პროდუქტი პირველად 1996 წელს შემოვიდა. ეს იყო ამერიკული ორგანიზაცია AჩDI–ის მიერ შემოტანილი კარტოფილი.

მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება. ყველა ქვეყნის ბაზარზე შეხვდებით გენური ინჟინერიის შედეგად მიღებულ კარტოფილს, პომიდორს, სოიოს, ვაშლს, ბანანს, ბრინჯს...

თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ პროდუქტის ეტიკეტზე მიეთითოს, რა მეთოდიდაა მოყვანილი.

მაგალითად, ბანანზე დაკრულ ეტიკეტზე თუ 4-ნიშნა კოდია, რომელიც 3-იანით ან 4-ით იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი სოფლის მეურნეობის პრინციპით არის მოყვანილი, რაც სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს;

თუ პროდუქტზე დაკრული ეტიკეტი 5-ნიშნა კოდით არის და ეს კოდი 9-იანით იწყება, ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრადიციული მეთოდით არის მოყვანილი, როგორც ამას ათასწლეულობით აკეთებდნენ. ახლა ამ მეთოდს ორგანულს უწოდებენ, მარტივად რომ ვთქვათ, პესტიციდებისა და სასუქის გარეშე;

თუ პროდუქტს 5-ნიშნა კოდი აქვს, რომელიც 8-იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია, ანუ GMO-ა.

აღნიშნულის გარდა, ზოგ საკვებ პროდუქტზე პირდაპირ ამგვარ წარწერას შეხვდებით _ გმო, 100% ორგანული, გმო-ს გარეშე და ა.შ.

კვირის ამბები