08.07.2025 12:21
როგორ დავაღწიოთ თავი შეკრულობას - საფაღარათო საშუალება გუტალაქსი
ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა, რომელიც ნაწლავთა მოქმედების სიხშირის შემცირებით, ასევე, მყარი განავლოვანი მასებით მტკივნეული და გაძნელებული დეფეკაციით გამოიხატება.
შეკრულობის განვითარებას უამრავი ფაქტორი იწვევს: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადება, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება; მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები; დეფეკაციის მოთხოვნილების იგნორირება; არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება; მღელვარება, ცხოვრების უმოძრაო წესი, არასწორი კვება და სხვა.
ხშირად პრობლემას მხოლოდ კვების კორექცია (დაახლოებით 20-26 გრამი ბოჭკოს მიღება დღის განმავლობაში), საჭირო რაოდენობის წყლის მიღება (მინიმუმ 2 ლ წყალი/დღეში) და ფიზიკური აქტივობის გაზრდა აგვარებს, თუმცა რიგ შემთხვევებში საჭიროა საფაღარათო საშუალებების მიღება.
ერთ-ერთი ასეთი საფაღარათო საშუალებაა გუტალაქსი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ.
რა არის გუტალაქსი და როგორ აგვარებს იგი პრობლემას?
გუტალაქსი გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი ხსნარია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის პიკოსულფატს და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბენზოატს (E 211), თხევად სორბიტოლს (არაკრისტალიზირებადი) (E 420), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატს (E 331), ლიმონმჟავას მონოჰიდრატს (E 330) და გასუფთავებულ წყალს.
პრეპარატ გუტალაქსის მოქმედი ნივთიერება - ნატრიუმის პიკოსულფატი მიეკუთვნება ტრიარილმეთანის ჯგუფის კონტაქტური მოქმედების საფაღარათო საშუალებას, რომელიც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მეტაბოლიზმის შედეგად ასტიმულირებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის სანათურში წყლისა და ელექტროლიტების შწოვას. შედეგად ხდება დეფეკაციის სტიმულირება, ნაწლავური შიგთავსის გადაადგილების დაჩქარება და განავლოვანი მასის დარბილება.
გუტალაქსი გამოიყენება: ატონიური ყაბზობის სამკურნალოდ; დეფეკაციის დასარეგულირებლად (ბუასილის, პროქტიტის, ანუსზე ნაპრალების შემთხვევაში) და ქირურგიული ოპერაციის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევების წინ, პაციენტის მოსამზადებლად.
გუტალაქსის მიღების წესი და დოზირება
გუტალაქსი ინიშნება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 4 წლის ასაკიდან. მკურნალობისას აუცილებელია რეკომენდირებული დოზების დაცვა:
10 წლის ასაკის ზემოთ ასაკის ბავშვებმა და მოზრდილებმა უნდა მიიღონ გუტალაქსის 10-20 წვეთი ერთ მიღებაზე; ხოლო ბავშვებმა 4-დან 10 წლის ასაკში - 5-10 წვეთი ერთ მიღებაზე.
გუტალაქსის წვეთები უმჯობესია მიიღოთ საღამოს, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად ან მის გარეშე.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები - რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გუტალაქსის მიღებასაც შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებ პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული.
შესაძლო გვერდითი მოვლენებია: დიარეა; დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში; გულისრევა, ღებინება; თავბრუსხვევა და გულყრა; გამონაყარი, ქავილი.
გარდა ამისა, გუტალაქსის ხანგრძლივად და ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმიდან სითხის, კალიუმისა და სხვა ელექტროლიტების გამოდევნა, რაც თავის მხრივ იწვევს კუნთების სისუსტეს, გულის მუშაობის დარღვევებს.
თუ გუტალაქსის გამოყენებისას, განვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.
რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, მისი მიღებიდან თავი უნდა შეიკაოთ თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ. თუ გაწუხებთ: ნაწლავის სტენოზი ან ნაწლავური გაუვალობა; ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ღებინება (მაგალითად, აპენდიციტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებები; მძიმე გაუწყლოება.
გაითვალისწინეთ, გუტალაქსი არ ინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსი ასაკის ბავშვებში კი მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
R

