საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.
გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია ანაზღაურდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში.
ამასთან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
მამული, ენა და სარწმუნოება არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან.
გორის გამგეობის 1904 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ამ ადგილს „ამილახვრის ბაღი“ ეწოდა, მოგვიანებით კი გორელებმა „ახალბაღი“ უწოდეს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
100 დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიულ აქტივს 10 რეგიონში შეხვდება.