15 სექტემბერს, მომდევნო კვირის სამშაბათს, საქართველოს საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი იწყება.
გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, რომელთაგან ყველგან შეუფერხებლად განახლდება სასწავლო პროცესი.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 1197 პირველკლასელია რეგისტრირებული.
როგორც რესურსცენტრის უფროსმა გია ბერძნიშვილმა ,,გორის მაცნესთან“ აღნიშნა, 651 პირველკლასელი რეგისტრირებულია ქალაქის სკოლებში, 546 კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სკოლებში.
ინფორმაციისთვის: გასულ სასწავლო წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 1470 პირველკლასელი ირიცხებოდა.