
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ ჩატარდება.
მასშტაბური ღონისძიება 11-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ტრადიციულად, ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციური ფილმები. ნიქოზში ასევე გაიმართება გამოფენები, მასტერკლასები, შეხვედრები ხელოვანებთან, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები და სხვა კულტურული ღონისძიებები.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალი კვლავ შეიკრებს სხვადასხვა ქვეყნის ანიმატორებს, ხელოვანებს, სტუდენტებსა და მაყურებლებს და ნიქოზს საერთაშორისო კულტურული გაცვლისა და შემოქმედებითი შეხვედრების სივრცედ აქცევს.
ინფორმაციისთვის, „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ისაიამ დააფუძნა და ყოველწლიურად, უშუალოდ მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით ტარდება.
გაეცანით ფესტივალის პროგრამას: https://www.facebook.com/share/p/1DM3wqE9WR/