საზოგადოება
19.10.2026 10:42
სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტს 56 562 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტს 56 562 ვიზიტორი ეწვია.

რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდს, დამთვალიერებელთა რაოდენობამ 393 047 შეადგინა. რომელთა უმრავლესობა - 319 594 უცხოელია.

ცალკეული თვეების მიხედვით, ვიზიტორთა სტატისტიკა ასე გამოიყურება: იანვარი - 12 702, თებერვალი - 15 401, მარტი - 16 822, აპრილი - 32 885, მაისი - 65 580, ივნისი - 70 751, ივლისი - 57 977, ხოლო აგვისტო 64 367.
კვირის ამბები