საზოგადოება
20.10.2026 11:19
საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3.941 მილიონ ადამიანს შეადგენს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული აღწერის შედეგები გამოაქვეყნა.

აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3.941 მილიონ ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება შიდა ქართლს, 2026 წლის მდგომარეობით, რეგიონში რეგისტრირებულია 248.4 ათასი მოქალაქე, აქედან: საქალაქო დასახლებებში რეგისტრირებულია 104.2, სასოფლო დასახლებებში კი - 144.2 მოქალაქე.

აღწერის შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში 120.1 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან საქალაქო დასახლება - 49.4, სასოფლო დასახლება - 70.7.

კასპის მუნიციპალიტეტში 41.3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან საქალაქო დასახლება - 12.7, სასოფლო დასახლება - 28.6.
აღწერის შედეგებით, ქარელის მუნიციპალიტეტში 38.1 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან საქალაქო დასახლება - 10.1, სასოფლო დასახლება - 28.0.

დაბა აგარა - 3.1 ათასი ადამიანი.

ხაშურის მუნიციპალიტეტში 48.9 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან საქალაქო დასახლება - 32.1, სასოფლო დასახლება - 16.8.
დაბა სურამი - 6.6 ათასი ადამიანი.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის შედეგები არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების აღწერას.
კვირის ამბები