საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია კიდევ გაიზარდა
70 წლამდე ასაკის პენსიონერები, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერების გარდა, 1-ელი იანვრიდან 415 ლარს მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია იანვრიდან 45 ლარით მოიმატებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1-ელი იანვრიდან გახდება 415 ლარი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წელს გადაცილებულთა პენსია, 2027 წლის იანვრიდან, 60 ლარით გაიზრდება.
წინა ინფორმაცია: https://www.gmnews.ge/geo/15603