გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა კლასიკური დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალზე - „უშანგი“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
საუკეთესო სცენოგრაფიისთვის ჯილდო გორის თეატრის მხატვარს დავით აბრამიშვილს გადაეცა.
ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებლად კი მსახიობი მარიამ არღუთაშვილი დასახელდა.
ცნობისთვის, კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. გორის თეატრმა ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე სპექტაკლი - „ოტელო“ წარადგინა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ