ბენდი „კანუდოსი“ ხვალ, 5 დეკემბერს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში კონცერტს გამართავს.
ღონისძიება „კანუდოსის“ ორგანიზებით ტარდება და ბენდი ახალი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
„ყვავილების ხმაური“ ჩვენი ახალი მუსიკალური ალბომის სახელწოდებაა, რომელზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე იხილავს ჩვენი მსმენელი.
ალბომში 5 ახალი მუსიკალური ნაწარმოები შევა და ამ კონცეტრზეც, პირველად მსმენელის წინაშე, სწორედ მათ შევასრულებთ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ