

ტიტულოვანმა გორელმა ფალავანმა, გენო პეტრიაშვილმა, რომში გამართული ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ერთი ამოსუნთქვით მოიგო.
ფინალამდეც იოლად გასულმა გენომ, ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში რობერტ ბარანს (პოლონეთი) შანსი არ დაუტოვა და გამანადგურებელი ანგარიშით 11:0 სძლია.
იქამდე პეტრიაშვილმა ესპანელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა დიდი უპირატესობით. ჯამში, სამივე მათგანს 28 ქულა აუღო და საპასუხოდ მხოლოდ 2 ქულა დაკარგა.
ამ გამარჯვებით, გენო მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ამის გარდა, იგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის სამგზის მფლობელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს