რეგიონი
28.04.2023 16:00
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ ხეხილი და ვაზი გაანადგურა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც
კასპის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სოფელ მეტეხის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ვაზი და ხეხილის ბაღები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

სეტყვამ დააზარალა კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი - ზემო ხანდაკიც. სოფელში მცხოვრებთა ინფორმაციით, ზემო ხანდაკში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ვენახებს და ხეხილის ბაღებს.
კვირის ამბები