საზოგადოება
30.03.2023 12:25
გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს

გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების რეკომენდაციით დირექტორს დისციპლინურმა კომიტეტმა მიმართა.

,,მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს - ხელს ურტყამს, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო საქმისწარმოება. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა დისციპლინური გადაცდომა და საჯარო სკოლის დირექტორს მიმართა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების რეკომენდაციით. დირექტორმა გაითვალისწინა დისციპლინური კომიტეტის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამჟამად, აღნიშნული პედაგოგი სკოლაში აღარ მუშაობს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი. პედაგოგი მეშვიდეკლასელ ბავშვს თავსა და ზედა კიდურებზე ხელს ურტყამს. ვიდეო, სავარაუდოდ, აღნიშნული მოზარდის თანაკლსელმა გადაიღო.

კვირის ამბები