სპორტი
26.01.2023 12:38
იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირში გორელმა მკლავჭიდელებმა 7 საპრიზო ადგილი დაიკავეს
გორში მეხუთედ ჩატარდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი მკლავჭიდში.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს ათზე მეტი ქალაქიდან. მონაწილენი პირველობისთვის 5 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით ჭიდილში.

გორელმა მკლავჭიდელებმა ტურნირში 3 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს: I ადგილი - ზურა ხარიბეგაშვილი, II - გურამ მეზვრიშვილი (55 კგ. მარცხენა); I - რატი ჭიქინაშვილი (85 კგ. მარცხენა); I - გურამ მეზვრიშვილი, II - ზურაბ ხარიბეგაშვილი (55 კგ. მარჯვენა); III - დავით ელიაური (75 კგ. მარჯვენა); III - ბექა მეზვრიშვილი (+85 კგ. მარჯვენა).
გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
კვირის ამბები