

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ღვლევთან, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებმა საავტომობილო გზაზე ტრავმირებული შველი იპოვეს.
შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, შველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
,,დღეს, ქარელის რაიონის სოფლ ღვლევთან, ჩვენმა ეკიპაჟმა გზაზე ნახა ტრავმირებული შველი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. ეკიპაჟმა შველი გადმოიყვანა სააგენტოში, გავუწიეთ პირველადი დახმარება. ვინაიდან შველი გარეული ცხოველია და არის წითელ წიგნში შეტანილი. შველი გადაგვყავს თბილისის ზოოპარკში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტოს თანამშრომელი თამარ აფციაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.