17 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო, ნახევრადღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზს გორში, ძირითადად, მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი -1 დან -6 გრადუსამდე დაეცემა.
უახლოესი დღეების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია მცირე ნალექიც თოვლჭყაპის სახით. მოიმატებს ქარიც და 4 მ/წ-დან 11 მ/წ-მდე დაფიქსირდება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ