გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლას დღეიდან მანდატური ეყოლება. ქვეყნის მასშტაბით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 8 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების პარალელურად შევიდა.
ამიერიდან, მანდატურები წარმოდგენილნი იქნებიან: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის, ქალაქ საგარეჯოს N3 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვედა კვირიკეს და ალამბრის საჯარო სკოლებში.
2020 წელს მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. წლის დასასრულს, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა კი, საქართველოს მასშტაბით, 718 საჯარო სკოლა ექნება.