გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის საჯარო სკოლების 24 მოსწავლეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მასპინძლობს.
,,შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მე-10-მე-11 კლასების მოსწავლეებს ვმასპინძლობთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს ღონისძიება ეროვნული მუზეუმისა და ჩვენი, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით ერთობლივად დაიგეგმა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმების უდიდესი გაერთიანებაა, რომელიც სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებს მოიცავს, შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი დღე“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ