გორში, სტალინის ქუჩის #5-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა სხეულის დაჟეჟილობა და ეკსკორაციები, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამბულატორიულად გაეწერა ბინაზე.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს