

გორში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება ერთმა პირმა მიიღო. დაშავებული კლინიკა ,,გორმედშია“ გადაყვანილი. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
შემთხვევა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და ,,ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა