

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი - მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის დროს, ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე, 30 წელს გადაცილებული მამაკაცი კი, სხეულის მძიმე დაზიანებით, პოლიტრავმით, საავადმყოფოში ჯერ გორში გადაიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში - პროფილურ კლინიკაში.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს