თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მოძრავ აჭარის ტელევიზიის კუთვნილ ავტომანქანაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - აჭარის ტელევიზიის მანქანას, რომელიც ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს რამდენიმე ეკიპაჟი, საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელობა და მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ავტომანქნაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი