მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს - ქრისტეს შობას აღნიშნავს. ტრადიციულად, ამ დღეს, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ღამისთევით აღევლინება.
7 იანვარს შობას იმ ქვეყნებში აღნიშნავენ, რომლებიც იულიანური კალენდრით ხელმძღვანელობენ (გრიგორიანული კალენდრით 25 დეკემბერს).
ხვალ, სხვა ქალაქების მსგავსად, გორის ქუჩებში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის გორის საკათედრო ტაძართან დასრულდება.