სსიპ ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, III და IV კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 310-690 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 12 იანვარს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 იანვარია მითითებული.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ