2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს, შესაძლოა, აქამდე ცნობილი სავალდებულო საგნებისგან განსხვავებული ჩამონათვალის ჩაბარება მოუწიოთ. სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად უნივერსიტეტების მიერ არჩეული სავალდებულო საგნების საბოლოო ვარიანტი ჯერ ისევ გაურკვეველია.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტებს აქამდე არსებული სიის ცვლილების საშუალება გასული წლის დეკემბრამდე ჰქონდათ, თუმცა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ დრომდე, საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებს სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ