

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ბრიფინგი მიმდინარეობს. ბრიფინგი საშობაო შეწყალებას უკავშირდება.
პრეზიდენტის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში არ არის. ,,ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დეკანოზ მამალაძეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე, 2017 წლის 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მამალაძის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს შუამდგომლობით წმინდა სინოდმა მიმართა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი