საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს. ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, სცენის მონტაჟია დაწყებული. პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მაყურებლის წინაშე გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კამერული გუნდი და გორის გოგონათა გუნდი წარსდგებიან. დამსწრე საზოგადოების განწყობაზე, ასევე, იზრუნებენ ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობებიც.
წინასაშობაო კონცერტი, დღეს, 17:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები და ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ